„რამდენი თვითშემოქმედი მონა ჰყოლია სამშობლოს...როცა ეკონომიკურ კეთილდღეობაზეა საუბარი, ამერიკას უჩოქებენ; თუ ტერიტორიულ მთლიანობაზეა საუბარი - რუსეთს; თუკი სამართლიანობის აღდგენაზე მიდგება ჯერი - ევროპას უჩოქებენ. როცა საკუთარი თავის ფასი არ ვიცით, როგორ დაგვაფასებს სხვა? როგორც ვიქცევით - ისე გვექცევიან", -ამბობს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ლატარია „რეპორტიორთან" საუბრისას.
ლატარიას მსოფლიო გამოცდილებაც მოჰყავს მაგალითად.
„საბერძნეთმა და თურქეთმა, როცა ნახეს, რომ მათ შინაურ საქმეებში სხვა ქვეყებმა დაიწყეს ჩარევა, მიატეხეს თითები და დღეს, მსოფლიოს თვალშიც ბევრად დიდი პატივისცემას იმსახურებენ.
ჩვენ როდემდე უნდა ვასრულოთ „სხვათა" დაკვეთები? დავანახოთ მსოფლიოს პრონციპულობა და ყველა ვნახავთ, როგორ შეეცდება ეს მსოფლიო ჩვენთან, ჩვენთვის მისაღები ურთიერთობის დამყარებას,"- განმარტავს ლატარია.