ნინო კვაჭანტირაძე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ყოფილ დეკანს, ჟურნალისტთა არაერთი თაობის აღმზრდელს ნოდარ ტაბიძეს იხსენებს.
„ძალიან რომ მოგვენატრა, თავი მოვაბი „დავურეკე და უარი არ უთქვამს, ტაბო მოვიდა, თაიგული მოგვართვა,- რას ვსვამთ, გოგონებო? იკითხა და მთელი საღამო ისმენდა ჩვენს სისულელეებს. ეს იყო მასთან ჩემი ბოლო გაკვეთილი მე გამოთქმით ვუკითხავდი ძველ ჩანაწერებს, ვუკითხავდი ნეკროლოგებს, რომელიც ერთ ზაფხულს სტუდენტური პრაქტიკების დროს დავწერეთ ჩვენს ცოცხალ ჯგუფელებზე და გულით იცინა, - თქვენ ახალი ჟანრი დაამკვიდრეთ- ნეკროლოგოაო! ეე, ეს მაშინ იყო, როცა სიკვდილი შოოოორს გვეგონა და ნეკროლოგებს ცოცხლებზეც თამამად ვწერდით...
ბატონო ნოდარ! დიდი მადლობა თხილის ნაჭუჭით თუ მანდარინის ჩენჩოებით დალეული სადღეგრძელოებისთვის, ბედნიერი დღეებისთვის ბიჭვინთაში, ფასანაურში, ვარძიაში,დიდი მადლობა იმ უფლებისთვის, მერე, სტუდენტობის მერეც შემომეღო თქვენი კაბინეტის კარი და მომეკითხეთ , როგორც გულითადი ადამიანი, მომსმენი, დამრიგებელი - გაუმარჯოს უნივერსიტეტის ჭადრებს, ყველაზე იდუმალ და ყველაზე კეთილ ჭადრებს დედამიწაზე, გაუმარჯოს ბატონო ნოდარ!
დამთავრდა კიდევ ერთი დიიიიდი ამბავი, რომელსაც ჩემი, ნოდარ ტაბიძე ერქვა!!!!"