logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნების“ გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატი სოფელ მუღანლოს მცხოვრებლებს შეხვდა
- +

18 სექტემბერი. 2016. 13:34



„ქართული ოცნებიდან" გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატი სავალან მირზოევი შეხვედრებს აგრძელებს.

ამჯერად შეხვედრა სოფელ მუღანლოში გაიმართა. სოფელს 25 წელია, სასმელი წყლის პრობლემა აქვს. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ხელისუფლებამ უკვე დაიწყო პროექტზე მუშაობა და მუღანლოში წყლის პრობლემა უახლოესი თვეების განმავლობაში მოიხსნება.



ამას გარდა, მირზოევი ამომრჩეველს სოფლის მეურნეობის პროგრამებზე ესაუბრა. კანდიდატმა განათლების სისტემის რეფორმაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2017 წლიდან მასწავლებლების საშუალო ხელფასი 800 ლარი იქნება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner