logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი გედევან ფოფხაძე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
- +

18 სექტემბერი. 2016. 17:03



პარტია „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბორჯომი-ასპინძის საარჩევნო ოლქში გედევან ფოფხაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს უკვე სოფლებში მართავს.


დეპუტატობის კანდიდატი დღეს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისისა და ახალდაბის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა ძირითადად კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. გედევან ფოფხაძე სოფელში არსებულ პრობლემებს გაეცნო და ადგილობრივებს პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.


დღეს გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ესწრებოდნენ. მათ ადგილობრივებს არჩევნებში აქტიურობისაკენ და გედევან ფოფხაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner