დღეს, 18 სექტემბერს, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ვაკის მე-3 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზაზა ხუციშვილი, ვაჟა-ფშაველაზე მოსახლეობას შეხვდა.
მაჟორიტარობის კანდიდატმა "ქართული ოცნების " განვლილი გზა მიმოიხილა, ისაუბრა მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი, ანსამბლი "თბილისის" წევრი ოთარ ლომინაძე, საოპერო მომღერალი ლიანა კალმახელიძე და სხვა ცნობადი სახეები.
"ჩემი არჩევის შემთხვევაში, გპირდებით, ყოველთვის რწმენით, სიმართლით და სიყვარულით ვემსახურები საქართველოს" -განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.