"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წინასაარჩევნო შეხვედრისას ზუგდიდში მოსახლეობას სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პროპორციული სიის წევრმა მანანა კობახიძემ.
"ოპონენტების მიერ პროვოკაციების, დესტაბილიზაციის მზადების მზაკვრული იდეა თავშივე მკვდარია. სამეგრელო იბრძვის მხოლოდ ჯანსაღი, უკეთესი მომავლისთვის და იცის, რომ ამ მომავლის შენება შეუძლია ყველაზე სტაბილურ ძალას,რომელიც ორიენტირებულია ადამიანის უფლებებზე, ორიენტირებულია ადამიანის ღირსების დაცვაზე. ეს ძალა არის „ქართული ოცნება", იმიტომ, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, 2012 წელს დავამარცხეთ მძიმე წარსული"