logo_geo
eng_logo
ზაზა პაპუაშვილი გიორგი კვირიკაშვილზე: ვფიქრობ, ასეთ პრემიერ-მინისტრს ბევრი ქვეყანა ინატრებს
- +

19 სექტემბერი. 2016. 03:18



„ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა პაპუაშვილი „რეპორტიორთან" საპარლამენტო არჩევნებთან, წინასაარჩევნო გარემოსა და პარტიის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საუბრობს.



კითხვაზე, თუ რა მოლოდინების აქვს მაჟორიტარობის კანდიდატს მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით, პაპუაშვილი პასუხობს:



„ბევრი რამ არის შეცვლილი. ამომრჩეველი ძალიან შეიცვალა. საინტერესო კითხვებს სვამენ და ძალიან კარგად ესმით ამ არჩევნების მნიშვნელობა. ჩვენი მთავარი მიზანია, დავარწმუნოთ მოსახლეობა ჩვენს გეგმებში. ხაზს გავუსვამ, პირველ რიგში, იმას, რომ ვარ გიორგი კვირიკაშვილის გუნდში. ვფიქრობ, რომ ასეთ პრემიერ-მინისტრს ბევრი ქვეყანა ინატრებს. ვიზიარებ კვირიკაშვილის გეგმას, შეხედულებებს და იდეებს. ქვეყნის მოსახლეობამ აღარასოდეს უნდა დაუშვას, რომ ქვეყნის სათავეში მოვიყვანოთ ისეთი ადამიანები, რომლებიც ვერ გაუძღვებიან და ქვეყანას უკან დახევენ. ჩემს აზრებს და ხედვებს ქვეყნის მიმართ ბევრი ადამიანი იზიარებს. ტრიბუნა, რომელიც დიდი შრომის ფასად მოვიპოვეთ, ჯობს, კარგად გამოვიყენოთ. შევქმნათ ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომ ბევრი პრობლემა მოგვარდეს და შემსუბუქდეს."- აცხადებს პაპუაშვილი „რეპორტიორთან" საუბარში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner