ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ნოდარ ტაბიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ბატონი ნოდარ ტაბიძე წავიდა...
ალბათ, სიკვდილსაც მსუბუქი ირონიით, ღიმილით შეხედავდა და ჰკითხავდა, - რა გნებავთ, ჭაბუკო? უკვე დროა? დარწმუნებული ბრძანდებით?
ჩვენი ბატონი ნოდარი - ქართული ჟურნალისტიკის მაესტრო... ჩვენი მაესტრო!" - წერს ბონდო მძინარაშვილი.