logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს მათ საარჩევნო შტაბში იარაღით შესვლასა და პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს
- +

19 სექტემბერი. 2016. 11:55



„ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გუშინ გამთენიისას, მათი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ოფისში „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები იარაღით შევიდნენ და პროვოკაციის მოწყობა სცადეს.



გუშინ გამთენიისას ნაციონალურმა მოძრაობამ" სცადა პროვოკაციის მოწყობა. ჩვენს ერთ-ერთ საარჩევნო შტაბში, ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატის ლევან გოგიჩაიშვილის ოფისში პარტიის სამი აქტივისტი შევიდა. ორ აქტივისტს, რომლებიც სევდია უგრეხელიძის შტაბის აქტივისტები არიან, ეცვა ქართული ოცნების" მაისური, ასევე ორივეს ჰქონდა ქამარში ჩადებული პისტოლეტები. ისინი შევიდნენ ოფისში, დაიწყეს საუბარი ჩვენს აქტივისტებთან. როგორც შემდგომში გაირკვა, აღნიშნული პროვოკაციის მიზანი იყო გარედან ფაქტის გადაღება და შემდეგ ტელევიზიის საშუალებით იმის ჩვენება, თითქოს ქართული ოცნების" შტაბებში იკრიბებიან შეიარაღებული და კრიმინალური მიდრეკილების მქონე ადამიანები. ფაქტია, რომ ნაციონალური მოძრაობა" ვერ ცვლის თავისი მოქმედების სტილს, ისინი ძლიერები არიან ბინძური პროვოკაციების მოფიქრებაში, თუმცა აშკარაა, რომ მათ ამ პროვოკაციების აღსრულების რესურსი რეალურად არ აქვთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, სამართალდამცველები ადგილზე მისვლისას სიტუაციაში გაერკვნენ და ფაქტი აღიკვეთა.



მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს აქტივისტებს, რომლებმაც სათანადო რეაგირება მოახდინეს ამ პროვოკაციაზე და დაუკავშირდნენ სამართალდამცავ ორგანოებს, რის საშუალებითაც, პროვოკაცია დროულად აღიკვეთა. გაერკვნენ პოლიციელები ვითარებაში, მოხდა პირთა იდენტიფიცირება, მათ შორის პარტიული კუთვნილების დადგენა - ერთ-ერთ მათგანს ჰქონდა პარტიული ბილეთი, რომელიც გაცემულია ნაციონალური მოძრაობის" მიერ, 2016 წელს. აღნიშნულ პირებს იარაღი გაფორმებული ჰქონდათ, თუმცა ჩვენ ვსაუბრობთ ბინძურ პროვოკაციაზე", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner