logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნება“ „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ წარმომადგენლებს შეხვდება
- +

19 სექტემბერი. 2016. 12:18

 


„ქართული ოცნება" „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართავს. 


19 სექტემბერს, 14:00 საათზე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" გამართავს შეხვედრას „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენლებთან. 



„ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა" აერთიანებს 33 არასამთავრობო ორგანიზაციას და ემსახურება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას საქართველოში. 



დღეს გამართულ შეხვედრაზე პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგნელები პლტფორმის წარმომადგენლებს გააცნობენ საარჩევნო პროგრამის იმ ნაწილს, რომელიც ნარკოპოლიტიკას უკავშირდება, ასევე მოისმენენ პლატფორმის წარმომადგენლების მოსაზრებებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. 



„ქართული ოცნება" მომავალშიც გეგმავს თანამშრომლობას „ნარკოპოლიტიკის ეროვნულ პლატფორმასთან" ნარკოპოლიტიკის რეფორმირების პროცესში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner