logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: პროვოკაციების მოწყობის კუთხით, „ნაციონალები“ აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებზე არიან კონცენტრირებული
- +

19 სექტემბერი. 2016. 12:42



„ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერნციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ქართული ოცნების" ამოცანაა პროვოკაციების აღკვეთა და მათი პრევენცია.



განსაკუთრებული კონცენტრაცია ნაციონალების" მხრიდან შეინიშნება ორ რეგიონში - ეს არის აჭარა და სამეგრელო, მათ შორის პროვოკაციების კუთხითაც ამ ორ რეგიონში აქტიურობენ. ყველაზე მეტი ინციდენტი სწორედ ამ ორ რეგიონში შეინიშნება. ჩვენ გვქონდა შეხვედრები, მათ შორის აჭარასა და სამეგრელოში და იქ კიდევ ერთხელ ვესაუბრებოდით ჩვენს აქტივისტებს, თუ როგორ უნდა იმოქმედონ, როგორ უნდა იყო მათი რეაგირება პროვოკაციებზე. ჩვენი მთავარი ამოცანა გახლავთ სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნების ჩატარება. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულ ყურადღებას ძალადობის პრევენციას ვუთმობთ", - განაცხადა კობახიძემ.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner