logo_geo
eng_logo
„ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“ საქართველოს მონაცემები ადასტურებს, რამდენად სწორი ეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს“
- +

19 სექტემბერი. 2016. 13:26



პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ფრეიზერის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის" მონაცემები ადასტურებს, რამდენად სწორი ეკონომიკური პოლიტიკა აქვს საქართველოს მთავრობას.



ეს არის კიდევ ერთი დამსახურება ჩვენი ხელისუფლების; კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რამდენად სწორი ეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს. ეს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა აისახება როგორც ქვეყნის შიგნით ინვესტიციების განხორციელებაზე, ისე საერთაშორისო შეფასებებში",- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.



ფრეიზერის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემების, თანახმად, საქართველო „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში" 159 ქვეყანას შორის მე-5 ადგილს იკავებს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner