„პაატა ბურჭულაძის პარტიის რიგების დატოვებას სუს-ის დახმარება არ სჭირდება - ამ ყველაფერს თავად ახერხებენ", - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა და აღნიშნა, რომ მას მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერისგან ბრალდებების დამადასტურებელი არც ერთი კონკრეტული ფაქტი არ მოუსმენია.
„პაატა ბურჭულაძის მხრიდან ასეთი განცხადებები არაერთხელ მოვისმინეთ, თუმცა არც ერთხელ ფაქტი არ ყოფილა მოტანილი. რაც შეეხება მისი პარტიის რიგების დატოვებას, ამაში სუს-ის დახმარება ამ პარტიას ნამდვილად არ ესაჭიროება, ამ ყველაფერს თავისით ახერხებენ. თუკი რაიმე ფაქტებზე ისაუბრებს, მასზე სამართალდამცავმა ორგანოებმა შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინონ და რეაგირების გარეშე, არც ერთი საარჩევნო სუბიექტის განაცხადება არ უნდა დარჩეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.