logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: საპენსიო რეფორმის შესახებ კანონპროექტს მთავრობის სხდომაზე ახალი პარლამენტის შეკრებისთანავე გავიტანთ
- +

19 სექტემბერი. 2016. 14:23



პირველმა ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საპენსიო რეფორმის შესახებ კანონპროექტს მთავრობის სხდომაზე ახალი პარლამენტის შეკრებისთანავე გაიტანენ.



ამ წუთის მდგომარეობით, ჩვენ კანონი დაწერილი გვაქვს და მიმდინარეობს მისი აქტიური განხილვა ექსპერტულ წრეებში, ხოლო ახალი პარლამენტის შეკრებისთანავე ჩვენ აღნიშნულ კანონს უკვე გავიტანთ საქართველოს მთავრობის სხდომაზე, ხოლო შემდგომ გადავაგზავნით საქართველოს პარლამენტში", - განაცხადა ქუმსიშვილმა.



რაც შეეხება კერძო სადაზღვევო კომპანიების პრეტენზიებს აღნიშნულ რეფორმასთან დაკავშირებით, დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, „სადაზღვევო კომპანიები არანაირად არ არიან თამაშგარე მდგომარეობაში და მათ დღესაც შეუძლიათ განახორციელონ კერძო საპენსიო საქმიანობა".



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner