ბლოგერი ბექა მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მარტო C ჰეპატიტის სამკურნალო წამლის შემოტანისთვის ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს მადლობა.
„აი, მაშინ, როცა C ჰეპატიტის წამალი შემოდიოდა, უფრო სწორად კი, შემოსვლამდე რამდენიმე კვირით ადრე, ჩემს ძალიან ახლობელ ადამიანს უთხრა ექიმმა, რომ C ჰეპატიტი აქვს და უნდა იმკურნალოს. როგორც გავარკვიე, მკურნალობა კოლოსალურ თანხებთან იყო დაკავშირებული. დავრეკე ჯანდაცვის სამინისტროში მეგობართან და მითხრა, რომ ჯერ არ არის ცნობილი საჯაროდ, მაგრამ რამდენიმე კვირაში შემოვა C ჰეპატიტის სამკურნალო ახალი წამალიო. იმ მომენტში კი ამოვისუნთქეთ, მაგრამ მაინც ვნერვიულობდით. ჯერ არ იყო ცნობილი, თუ რა შედეგის მომცემი იქნებოდა საბოლოოდ ეს წამალი და რამდენად ეფექტურად დამთავრდებოდა მკურნალობა. ამის შემდეგ მოგვიწია რიგში ჩადგომა, ვინაიდან არ იყო მძიმე მდგომარეობა. ამ რიგში ყოფნის პერიოდში მე ჩემი დამემართა, ძალიან ვნერვიულობდი. ჰოდა, დღეს, აი, 10 წუთის წინ მივიღე მისგან მესიჯი, რომ სრულად განიკურნა C ჰეპატიტისგან. და მარტო ამიტომ(აც) მადლობა ბიძინა ივანიშვილს. რომ არა ეს პრეპარატი, რეალურად ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდებოდით. მე ვამბობ მადლობას!" - წერს მჭედლიშვილი.