logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: „რესპუბლიკელების“ გამო თავზე რომ გადაგვიარეთ, დღეს კი ყველა მათ აგინებთ - ჩვენი არ გრცხვენიათ?
- +

19 სექტემბერი. 2016. 22:55



საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ვაზისუბნისა და მერვე ლეგიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ლატარია, „რეპორტიორთან" წინასაარჩევნო საკითხებზე საუბრობს.


დღეს რომ ყველა  „რესპუბლიკელებს" აგინებთ,  ამ  „ყველას" მინდა გკითხოთ - საგარეჯოს  შუალედურ არჩევნებზე,  იგივე „რესპუბლიკელების"  გამო  თავზე რომ გადაგვიარეთ, მათი ოფისების წინ რომ იდექით და თითს გვიქნევდით,   ახლა ბიძინას ივანიშვილს ეტმასნებით, - ჩვენი არ გრცხვენიათ?

 

კანცელარიის წინ,  ჩემი მეგობრები  რომ შიმშილობდნენ,  თქვენ კი თინა ხიდაშელს „აპრავებდით",  ახლა რა ნამუსით გვეფერებით და გვქომაგობთ საგარეჯოს საკითხზე?

 

საგარეჯოს შუალედური არჩევნები გაქვთ მაგალითის სახით და ახლა მაინც დაფიქრდით.  ნუ წახვალთ ჩვენს/ჩემს წინააღმდეგ  - პოლიტიკის გამო, თორემ ამ არჩევნების შემდეგ ცხოვრება გრძელდება და ისე ნუ იზამთ, მოსალმების შეგრცხვეთ.

 

ცხოვრება ძალიან მოკლეა და უსამართლობა არასოდეს რჩება პასუხგაუცემელი!"-აღნიშნავს ირაკლი ლატარია.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner