„პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს:
„ზუსტად 4 წელი გავიდა, რაც ციხის კადრები გამოქვეყნდა და მე გლდანის ციხესთან 4-5 ადამიანთან ერთად, კალმახელიძის გადადგომის მოთხოვნით საშიმშილოდ დავჯექი!
ჩვენ გვაშინებდნენ,
გვდევნიდნენ,
შვილებს გვიწიოკებდნენ,
ღამე კუდის და სოდის ზონდერები აფთრებივით დაგვტრიალებდნენ თავს!!!
ჩვენ, დიდი ერთობით და ბიძინა ივანიშვილის პირადი თავდადებით სიმწრით მივიტანეთ 2012 წლის 1 ოქტომბერი!!!
ა რ ა ვ ი ს დ ა ვ უ თ მ ო ბ თ
ა მ გ ა მ ა რ ჯ ვე ბ ა ს!
სამწუხაროდ ოთხი წლის თავზე კალმახელიძე ლექციებს კითხულობს სააკაშვილის დედის უნივერსიტეტში, ხოლო ევა ბრაუნი კენჭს იყრის ზუგდიდში, შესაბამისად ისევ ომია!
ისევ საბრძოლოა 1 ოქტომბერი!
სადაც ვიწროა იქ გაწყდეს!"