თბილისში ტრამვაის დაბრუნება იგეგმება. შესაბამისი გეგმა დედაქალაქის მერიის მიერ შემუშავებულ დოკუმენტშია გაწერილი, რომელიც საცობების განმუხტვისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებს ეხება.
დოკუმენტის მიხედვით, ტრამვაის პროექტის განხორციელება დელისი-ორთაჭალის მიმართულებით მოხდება. თუმცა, კონკრეტული თარიღი, თუ როდის განხორციელდება პროექტი, დოკუმენტში მითითებული არ არის.
თბილისის მერიის მიერ შედგენილ დოკუმენტში ტრამვაის აღდგენა გრძელვადიან გეგმებში მოიაზრება.