logo_geo
eng_logo
დავით სონღულაშვილი ქორეოგრაფიული სასწავლებლისა და კოლეჯ „აისის“ თანამშრომლებს შეხვდა
- +

20 სექტემბერი. 2016. 11:43



პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა მორიგი შეხვედრები ქალაქ გურჯაანში, ავთანდილ გურგენიძის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლისა და კაჭრეთში მდებარე პროფესიული კოლეჯის „აისის" თანამშრომლებთან გამართა.


დეპუტატობის კანდიდატმა მათ „ქართული ოცნების" სამოქმედო გეგმა გააცნო.


შეხვედრებზე, რომლებიც  კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა,პედაგოგებმა კანდიდატს  მუშაობის მეთოდები და სამომავლო გეგმები გააცნეს. სონღულაშვილმა აღნიშნული სასწავლებლებიც დაათვალიერა.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია განათლებისა და კულტურული ცხოვრების განვითარება. მუნიციპალიტეტს სჭირდება ასეთი სასწავლებლების სიმრავლე და გპირდებით, ეომ მაქსიმალურად დაგიდგებით გვერდში, როგორც დეპუტატი", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner