logo_geo
eng_logo
ცოტნე ზურაბიანმა წყალტუბოში კამპანია „ინფორმირებული ამომრჩეველი“ დაიწყო
- +

20 სექტემბერი. 2016. 14:31



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ცოტნე ზურაბიანმა დღეს კამპანია „ინფორმირებული ამომრჩეველი" დაიწყო. კამპანიის ფარგლებში კანდიდატმა საინფორმაციო მასალები წყალტუბოს ბაზარში დაარიგა. ცოტნე ზურაბიანის თქმით, კამპანიის მიზანია, ამომრჩევლები არჩევნებზე ინფორმირებულები მივიდნენ და გათვითცნობიერებულად გააკეთონ არჩევანი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სასარგებლოდ.



ვიწყებ დაპირებული საინფორმაციო ბროშურების დარიგებას. აქ ის დაპირებებია, რასაც შეხვედრების დროს ამომრჩეველს ვეუბნებოდი. საინფორმაციო მასალის დარიგება კამპანიის ერთ-ერთი ნაწილია. კარგი იქნება, თუ თითოეული აქ მცხოვრები წერილობითი ფორმით არსებულ ინფორმაციას გაეცნობა. ჩემი მიზანიც ეს არის, რომ არჩევნებზე მოვიდეს ინფორმირებული ამომრჩეველი და გააზრებულად გააკეთოს არჩევანი ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" სასარგებლოდ. ყოველდღე მეგობრებთან ერთად პირადად დავარიგებ საინფორმაციო მასალებს", - განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.



საინფორმაციო მასალები (ბროშურა, ტრიპლეტი, ბუკლეტი და გაზეთი) საარჩევნო პროგრამისა და სამოქმედო გეგმის შესახებ დღეს კანდიდატმა ბაზარში მომუშავეებს, სალონებში დასაქმებულებსა და სამარშუტო ტაქსის მძღოლებს დაურიგა.



მასალების დარიგება ყოველდღიურ რეჟიმში, დილის საათებში გაგრძელდება.



კამპანიის ფარგლებში იგეგმება შეხვედრები სხვადასხვა სეგმენტურ ჯგუფებთან.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner