logo_geo
eng_logo
ბიძინა გეგიძე: „მშვიდობის მემორანდუმს“ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მხარი უნდა დაუჭიროს
- +

ავტორი ანა ფერაძე

20 სექტემბერი. 2016. 16:20



„ქართული ოცნების" მაჟრიტარობის კანდიდატმა ბიძინა გეგიძემ „რეპორტიორთან" „ქართული ოცნების" მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ მემორანდუმზე ისაუბრა. მშვიდობის მემორანდუმს „ქართული ოცნება" დღეს გამოაქვეყნებს.


ბიძინა გეგიძის თქმით, საზოგადოებას საშუალება უნდა მიეცეს, მშვიდ რეჟიმში მიიღოს გადაწყვეტილება და სწორი არჩევანი გააკეთოს.


„ჩემი აზრით, „მშვიდობის მემორანდუმს" ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მხარი უნდა დაუჭიროს, რათა მშვიდობიანად ჩაიაროს საარჩევნო პერიოდმა და საზოგადოებამ მიიღოს გადაწყვეტილება. რაც შეეხება პროვოკაციებს, ერთადერთი, ვინც შეიძლება პროვოკაცია არჩევნების დროს მოაწყოს, ეს „ნაციონალური მოძრაობაა" .

 

ყველა საღად მოაზროვნე ადამიანმა, პოლიტიკოსია თუ საზოგადო მოღვაწე, ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოში პროვოკაციების მოწყობის დრო დამთავრდა. არჩევნებმა მშვიდ გარემოში უნდა ჩაიაროს და ყველამ ხალხის კეთილდღეობაზე უნდა ვიზრუნოთ", - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner