logo_geo
eng_logo
დავით ჭიჭინაძე: მემორანდუმს ყველა პოლიტიკური ძალა უნდა შეუერთდეს
- +

ავტორი ანა ფერაძე

20 სექტემბერი. 2016. 16:22



„ქართული ოცნების" მაჟრიტარობის კანდიდატმა დავით ჭიჭინაძემ „რეპორტიორთან" საუბრისას  „ქართული ოცნების" მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის ე.წ. მშვიდობის მემორანდუმის შეთავაზებაზე ისაუბრა. ჭიჭინაძის თქმით,  ხელმოწერა ადამიანებს ყოველთვის ახსენებს ვალდებულებას.


„ხელმოწერა ადამიანებს ყოველთვის ახსენებს, რომ ვალდებულება გააჩნიათ.  ჩემი აზრით, თუ ადამიანი უსინდისო არ არის, ამ მომორანდუმს ხელი უნდა მოაწეროს და ვალდებულება შეასრულოს.

 

ვფიქრობ, პროვოკაციები მოსალოდნელი არ არის, მაგრამ  შეხვედრების დროს ჯერ კიდევ ძველი დროიდან შემორჩენილია სხვა პარტიების მიმართ ხალხის გაღიზიანება და გარკვეული გაუგებრობები ხდება. სწორედ ამის გამო წამოიჭრა მემორანდუმის იდეა, რასაც ჩემი აზრით, ყველა პოლიტიკური ძალა უნდა შეუერთდეს", - აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner