logo_geo
eng_logo
ელიზბარ ჯაველიძე: 26 მაისს „ნაციონალებმა“ ისეთი ჯადოქრული წრე მოაწყვეს, რომ მომიტინგეებმა თავის დაღწევა ვერ შეძლეს
- +

ავტორი ანა ფერაძე

20 სექტემბერი. 2016. 16:25



აკალდემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ „რეპორტიორთან"  დღეს პროკურატურის მიერ გავრცელებულ 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის ვიდეოზე ისაუბრა. როგორც ელიზბარ ჯაველიძემ განაცხადა, „ნაციონალურმა მოძრაობამ" უდანაშაულო ხალხი საშინლად აწამა და ისინი, ვინც 26 მაისის აქცია დაარბიეს, სათანადოდ უნდა დაისაჯონ.



„ეს წინასწარ დაგეგმილი ავაზაკობა იყო. „ნაციონალებმა" ისეთი ჯადოქრული წრე მოაწყვეს, რომ ადამიანებმა თავის დაღწევა ვერ შეძლეს. ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი კი, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი იყო, რომლის ბრძანებაც იყო, აქციის მონაწილეები ისე დაესაჯათ,  ხმის ამოღება ვერ შეძლებოდათ.

 

რაც შეეხება ახალაიას, ის სააკაშვილის ორეული იყო და მისი სიტყვები ჩემთვის გასაკვირი არ არის. ის იმეორებდა და აკეთებდა იმას, რასაც სააკაშვილი ეტყოდა.

 

მოხუცებულ ადამიანებს, რომლებიც კინოდან გამოდიოდნენ, არაფრის გამო უმოწყალოდ სცემდნენ. ამას არ დასჯერდნენ და პოლიციის შენობებში სისხლის გუბეები დააყენეს.

 

ვინც ეს დარბევა და მკვლელობები მოაწყო, ყველა უნდა ამოიძირკვოს", - განაცხადა ელიზბარ ჯაველიძემ.


http://reportiori.ge/inside.php?menuid=4&id=23219




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner