ავტორი ანა ფერაძე
მსახიობმა ლალი ბადურაშვილმა 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევასთან დაკავშირებით დღეს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე „რეპორტიორთან" კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი ხალხის გასანადგურებლად მოვიდა ხელისუფლებაში და ამ ქმედებების გამო ისინი დასასჯელები არიან.
„როცა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ამბობდა, რომ ორი გვამი სჭირდება - ამით ყველაფერი ნათქვამია. „ნაციონალური მოძრაობა" ნაცისტებზე უარესია. ნაცისტები სხვა ერს ჩაგრავდნენ, ეს რეჟიმი კი საკუთარი ქვეყნის გასანადგურებლად მოვიდა ხელისუფლებაში. რაც მათ ქართველ ხალხს გაუკეთეს, ამის გამო დასახვრეტები არიან", - აღნიშნა ლალი ბადურაშვილმა.