logo_geo
eng_logo
ირაკლი ოქრუაშვილი: არანაირ თანამშრომლობას არ ვგეგმავ „ნაციონალურ მოძრაობასთან“
- +

20 სექტემბერი. 2016. 22:45



გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი გამარჯვების შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობასთან" არ ითანამშრომლებს.


როგორც ირაკლი ოქრიაშვილმა ტელეკომპანია GDS - ის ეთერში სტუმრობისას განაცხადა, იგი პოლიტიკურ პარტნიორობას "ქართულ ოცნებასთან" აპირებს.


"გამორიცხვის მეთოდით თუ ვისარგებლებ, არანაირ თანამშრომლობას არ ვგეგმავ "ნაციონალურ მოძრაობასთან". "ქართულ ოცნებასთან" დიდი ალბათობით მექნება თანამშრომლობა გარკვეულ საკითხებზე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი "ქართული ოცნების" ზოგიერთ ნაბიჯებთან დაკავშირებით, მე მაინც მიმაჩნია, რომ "ქართულ ოცნებაზე" უკეთესი არავინ არ არის. ხშირ შემთხვევაში მეუბნებიან, რომ რატომ ეუბნები ხალხს მიეცი ხმა "ქართულ ოცნებასო", იმიტომ რომ დღეს უკეთესი არავინ არ არის", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner