პოეტი რეზო ამაშუკელი მიმართავს ხელისუფლებას, გამოძიებულ იქნას ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების საქმე.
„აუცილებლად დასაჯეთ დამნაშავე, ვინც ეს გააკეთა... აქვე გეტყვით, წამების კადრებიც უნდა გეჩვენებინათ ხალხისთვის და დღეს ასე ვერ იყელყელავებდნენ ნაცები. უნდა გეჩვენებინათ ხალხისთვის, რისი ჩამდენებიც იყვნენ... ისიც უნდა გცოდნოდათ, რომ იმ კადრების ასლები იარსებებდა, რომელიც გაანადგურეთ. რომ გეჩვენებინათ თავის დროზე, დღეს ამ ამბების მომსწრე არ ვიქნებოდით", - განაცხადა ამაშუკელმა.