logo_geo
eng_logo
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი: საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა
- +

21 სექტემბერი. 2016. 01:35



საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ნიუ-იორკში გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემები სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი იყო.


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, რომელმაც ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი წარმატებით შეასრულა.


საუბარი შეეხო ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის სურვილია თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო დემოკარტიულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში იქნება. ამ მიზნით, საარჩევნო პროცესზე მოწვეულია რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი.


საუბრისას ყურადღება ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივას დაეთმო.


პრემიერ-მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი საქართველოში გერმანული ინვესტიციების განხორციელებას.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner