logo_geo
eng_logo
ქეთი დოლიძე შალვა ნათელაშვილზე: ეგ არის ბრიყვი, მიშას გამხმოვანებელი
- +

21 სექტემბერი. 2016. 11:19



რეჟისორი ქეთი დოლიძე ლეიბორისტული პარტიის ლიდერს პასუხობს. ქეთი დოლიძემ „კვირასთან" საუბრისას შალვა ნათელაშვილს ხელმოცარული პოლიტიკოსი უწოდა.


„მაგაზე დიდ რეკლამას არავინ გამიკეთებდა. ეგ არის ბრიყვი, მიშას გამხმოვანებელი. მიშას ხელისუფლების დროს მიშას აგინებდა, ახლა მიშას შიკრიკია. მე ჩემს საქმე ვაკეთებ, ისეთი ბედნიერი ვარ... ბედნიერია თეატრი, თეატრი ისეთი წარმატებული დაბრუნდა ედინბურგიდან, რომ 14 სხვადასხვა ფესტივალზე მიგვიწვიეს. ეგ ვინ არის? არარაობა... ერთი საწყალი, ხელმოცარული კაცი, ზუსტად ეგეთი პოლიტიკოსები არცხვენენ საქართველოს. ძალიან მაინტერსებს, როგორ აიშენა 2,5-მილიონიანი სახლი შალვა ნათელაშვილმა? მაგან მიხედოს თავის სახლს. კაცი არსად არ მუშაობს და იცით, რა სახლი აქვს? მე კიდევ - ხვალ-ზეგ, შეიძლება მამაჩემის დატოვებული ბინა აუქციონზე გაიყიდოს. როგორ აიშენა, ვინმემ ჰკითხოს, მთელი ცხოვრება არსად არ მუშაობს. მაგან მიხედოს საკუთარ სახლს და გაუბედურებულ დუშეთს", - განაცხადა ქეთი დოლიძემ.


შეგახსენებთ, რომ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა გადაცემაში „არჩევანი" განაცხადა, რომ „საქართველოში კლასიკური კოლონიური ინტელიგენციის დრო უნდა დასრულდეს". ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი და ქეთი დოლიძე გააკრიტიკა.

 

„კავსაძეები, ბერიკაშვილები, დოლიძეები, შენგელაიები, - ამათ დაღუპეს საქართველო, ამათ გაყიდეს საქართველო. მიშას გვერდზეც ესენი იდგნენ, ივანიშვილის გვერდზეც ესენი დგანან. ესენი არიან კლასიკური კოლონიური ინტელიგენცია და მათი დრო უნდა დამთავრდეს", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner