logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: აუცილებელია, სკოლის მერხიდან დავიწყოთ კადრების აღზრდა
- +

21 სექტემბერი. 2016. 11:28



ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში", სადაც კონფერენციას „სტუდენტები თვითმმართველობისთვის" ესწრება, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ პროექტს, ისევე როგორც სკოლის მოსწავლეების პროექტს - „გახდი მოქალაქე".



ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენი ქვეყნის მართვა. ორი წელიწადია უკვე, ეს პროექტი მიმდინარეობს და გაგრძელდება, რამეთუ ძალიან ეფექტური გამოდგა. მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის ეფექტურ მართვას სჭირდება კარგი ცოდნა, კარგი გამოცდილება. ჩვენ უახლეს ისტორიაში ძალიან ცოტა დროა, რაც ვმართავთ ჩვენს ქვეყანას და აუცილებლად ვსაჭიროებთ, სკოლის მერხიდან დავიწყოთ კადრების აღზრდა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მართვა ეფექტურად მოხდეს და სწორი მიმართულებით წავიდეს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.



„სტუდენტები თვითმმართველობისთვის" ორგანიზაცია „მოქალაქის" პროექტია, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს. პროექტის მიზანია ახალგაზრდების ჩართვა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში, ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერება და თვითმმართველობის იდეის პოპულარიზაცია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner