logo_geo
eng_logo
მიხეილ ყაველაშვილი: დევნილების პრობლემების მოგვარებისთვის განკუთვნილი დაფინანსება გასამმაგდა
- +

21 სექტემბერი. 2016. 12:44



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სანზონა-ნაძალადევის მე-18 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.



მიხეილ ყაველაშვილი სასტუმრო „ქართლსა" და „ოქროს საწმისში" შესახლებულ დევნილებს შეხვდა.


„ჩვენ ერთად გადავჭრით არსებულ პრობლემებს და ერთად მივაღწევთ კეთილდღეობას, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, მე არ ვაპირებ თქვენგან შორს ყოფნას, ის პრობლემები, რაც დღეს არსებობს თქვენს ოჯახებში, ერთად უნდა მოვაგვაროთ, გავერთიანდეთ იმისთვის რომ უფრო ძლიერები ვიყოთ და უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.


„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სანზონა-ნაძალადევის მაჟორიტარი  დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას პარტიის ოთხპუნქტიანი სამოქმედო გეგმაც გააცნო:


„ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება არის დევნილების პრობლემის მოგვარების გზები.


ჩვენ 12 000-მდე ადამიანს დავუკანონეთ საცხოვრებელი ფართი და ეს გახდა მათი მუდმივი საკუთრება, ეს პროექტი აუცილებლად გაგრძელდება და კიდევ ბევრი ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი სახლებით", - განაცხადა ყაველაშვილმა.



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner