logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: ე.წ. მშვიდობის მემორანდუმის სულისკვეთებაა, პარტიებმა დადონ ჯენტლმენური შეთანხმება
- +

21 სექტემბერი. 2016. 13:10



„ქართული ოცნების" წევრმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მემორანდუმის სულისკვეთებაა, პარტიებმა დადონ ჯენტლმენური შეთანხმება, რომ ერთმანეთის პოლიტიკურ ღონისძიებებს ხელი არ შეუშალონ და კონტრდემონსტრაციების გამართვაზე უარი თქვან.


მსგავსი შემთხვევები ყოფილა ამ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მაგალითად, როცა იმართებოდა რაღაც ღონისძიება და დაპირისპირებული ჯგუფი მისულა. მაგალითად, მსგავსი შეხვედრები იყო აჭარაში პრემიერის სტუმრობის დროს და .. ძირითადად ოპოზიციური პარტიების მხრიდან", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.



რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, თუ რა სანქცია იქნება დაკისრებული, თუკი პარტია მემორანდუმის პირობებს დაარღვევს, ჩუგოშვილის თქმით, მემორანდუმს იურიდიული ძალა არ ექნება, თუმცა, პარტიები მასზე ხელის მოწერით იღებენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მშვიდობაზე.



ტექსტი არის მშვიდობიანი და იმედი მაქვს, ყველა პარტია შეუერთდება მას. ვერ ვხდები, რატომ შეიძლება ვინმე წინააღმდეგი იყოს", - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner