logo_geo
eng_logo
„ამომრჩევლის პირადი ნომრის მოთხოვნა ჩვენთვის მიუღებელია“ - ირაკლი კობახიძე ბრალდებებს პასუხობს
- +

21 სექტემბერი. 2016. 14:07


 

„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, თუ აგიტატორების მხრიდან, პირადი ნომრის მოთხოვნის ფაქტი დაფიქსირდება, ამაზე რეაგირება იქნება.



აღნიშნული განცხადებით ირაკლი კობახიძე საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც „ქართული ოცნების" აგიტატორები ამომრჩევლებს პირადი ნომრის წარმოდგენას სთხოვენ.



ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართული ოცნებისთვის" მსგავსი ფაქტი მიუღებელია.


 

კარდაკარის დროს, შესაძლოა, მოითხოვონ პირადი მონაცემები, თუმცა, თუ საუბარია პირადი ნომრის მოთხოვნაზე, ეს ვენთვის მიუღებელია. თუ რაიმე ტიპის კონკრეტული ფაქტი გამოვლინდება, ამაზე რეაგირება იქნება", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner