logo_geo
eng_logo
ბიძინა გეგიძე: „მეტი დაკავებული, მეტი პრემია!“ - „ნაციონალური მოძრაობის“ პრინციპი იყო
- +

21 სექტემბერი. 2016. 14:13


 

„ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბიძინა გეგიძე საქართველოს პროკურატურის მიერ 2011 წლის 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე საუბრობს. როგორც გეგიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ძალიან მძიმე მოსასმენია კუდ-ის ყოფილი დირექტორის დათა ახალაიას მოწოდება  „მეტი დაკავებული, მეტი პრემია!"


„26 მაისი ჩემთვის საკმაოდ ემოციური თემაა. პროკურატურამ წარმოადგინა ვიდეომასალის სახით მტკიცებულებები, როგორ იყო აქციის დარბევა დაგეგმილი, რა მიდგომები ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს თავისი მოსახლეობის მიმართ. ეს იყო განსაკუთრებული სისასტიკით ჩატარებული სადამსჯელო ოპერაცია.

ძალზე მძიმე მოსასმენი იყო მოწოდება - „მეტი დაკავებული, მეტი პრემია!" ეს იყო პრინციპი, რომელსაც ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ეყრდნობოდნენ. სამწუხაროდ, ადრეც იყო მსგავსი ფრაზები, „ორი გვამი მჭირდება და პრემიები იქნება". პრემიებთან იყო დაკავშირებული ადამიანების გვამები და დაკავებულები. ეს მიუღებელია და აღარ იქნება ჩვენს ქვეყანაში. ეს ყველაფერი იყო „ნაციონალური მოძრაობის" სახე", -  განაცხადა გეგიძემ. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner