logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ე.წ. მშვიდობის მემორანდუმი პროვოკაციების პრევენციას მოახდენს
- +

21 სექტემბერი. 2016. 14:29



საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილი განცხადებით, „ქართული ოცნების" მიერ შეთავაზებულ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმს ყველა პარტიამ, ვისაც არჩევნების მშვიდობიანად ჩატარების სურვილი აქვს, ხელი უნდა მოაწეროს.



დღევანდელი ხელისუფლება, ჩემი აზრით, ამ მხრივ პრობლემებს არ ქმნის. ცალკეული პროვოკაციები არის სხვადასხვა პარტიებიდან, ძირითადად გასაგებია, საიდანაც მოდის, მაგრამ ვალდებულება და პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა. ხელისუფლების ინიციატივაც შემთხვევითი არაა, ეს პრევენციის ერთ-ერთი გზაა, სწორი გზაა. ხელისუფლებაა ვალდებულია, არ მოხდეს მსგავსი დაპირისპირება. მაგრამ ასეც ნუ ჩავთვლით, რომ ნებისმიერ პროვოკაციაში, რომელიც არაა ხელისუფლების მხრიდან, წინასწარ დავადანაშაულოთ ხელისუფლება. ყველა პარტია პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული უნდა იყოს, არ მოხდეს მსგავსი. კორცხელს რაც შეეხება, ჯერ დასრულებული კიდევ არ არის გამოძიება, თუმცა თითქმის გარკვეულია, ხელკეტები საიდან მოდიოდა და კარგად ჩანს ფოტოებზე. ვერ დავმალავთ, რომ ნაციონალური მოძრაობა" არის ამის სპეციალისტი, საფუძვლიანი ეჭვია, რომ ეს პროვოკაცია ინსპირირებული იყო მხოლოდ მათი მხრიდან", - განაცხადა ივანიშვილმა.



 მისი თქმით, მსგავსი მემორანდუმის საჭიროება არ უნდა დამდგარიყო.



ფაქტი, რომ ხდება მოთხოვნილება ასეთ დოკუმენტზე, ცუდია და მომავალში უნდა ვიფიქროთ, რომ აღარ გახდეს ამის საჭიროება. ვფიქრობ, წინა ხელისუფლების მმართველობის ცუდი დანატოვარია და მათივე აგრესიული გამოვლინებებია ძირითადად, დაპირისპირება. პარტია ატარებს აქციას, მიდიან სხვები და ცდილობენ არევას. მე მახსოვს, როდესაც პოლიტიკაში მოვედით, პრინციპში საშუალება არ გვქონდა, გავსულიყავით და მოსახლეობას შევხვედროდით. ჰყავდათ .. ზონდერები, რომლებიც ძალიან აქტიურობდნენ და ხშირად მუშტი-კრივში გადადიოდა. ქვების სროლაც ბევრი იყო და ძალიან რთული იყო მოსახლეობასთან გასაუბრება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner