„ქართული ოცნების" ავჭალა-გლდანის მე-20 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა კობალაძე საპარლამენტო არჩევნების კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
დეპუტატობის კანდიდატმა გლდანის „ა" და მე-2 მიკრორაიონის მცხოვრებლებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პროგრამა და მისი სამოქმედო გეგმები გააცნო.
„ჩვენ ვაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს. ვაცნობთ, თუ რა გაკეთდა განვლილი 4 წლის განმავლობაში და მომავალში რას ვაპირებთ. არის გლობალური პროექტები, რომელთა შესახებ მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია. ეს გახლავთ ჯანდაცვის, ეკონომიკის, დასაქმების და სხვა მიმართულებები. ვეცნობით მოსახლეობის მოთხოვნებს, მათ აქვთ გარკვეული პრობლემები, ჩვენ ამ საკითხებს ვსწავლობთ და მათთან ერთად ყველა ეს პრობლემა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი", - განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრაზე კობა კობალაძემ.
კობალაძის თქმით, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო პროგრამა ქვეყნის სწრაფ განვითარებაზე, ძლიერი ეკონომიკის შექმნაზე და მოსახლეობის დასაქმებაზეა გათვლილი.