ავტორი ანა ნონიკაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თემურ ჭკუასელი საქართველოს პროკურატურის მიერ 2011 წლის 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე საუბრობს. როგორც ჭკუასელმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კუდ-ის ყოფილი დირექტორი დათა ახალაია კანონის მიხედვით უნდა დაისაჯოს.
„მეტი დაკავებული, მეტი პრემია" - ამ სიტყვებზე ლაპარაკიც ზედმეტია, ამაზრზენია ეს ყველაფერი.
ვასიკო მაღლაფერიძემ, რომელიც მაშინ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი გახლდათ, პირდაპირ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება იყო მიღებული, სამაგალითოდ დასჯილიყვნენ ყველანი, რათა პროტესტის გამოხატვის სურვილი და განცდა აღარ ჰქონოდათ. გააკეთეს კიდეც.
რაც შეეხება ახალაიას დასჯას, ის კანონის მიხედვით უნდა დაისაჯოს",- განაცხადა ჭკუასელმა.