logo_geo
eng_logo
„პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ მესტიის ოფისმა ფუნქციონირება შეწყვიტა
- +

21 სექტემბერი. 2016. 16:58


 

„პაატა ბურჭულაძე  - სახელმწიფო ხალხისთვის" მესტიის ოფისმა ფუნქციონირება შეწყვიტა - ამის შესახებ პარტიის მესტიის ადგილობრივი ორგანიზაციის უკვე ყოფილმა აღმასრულებელმა მდივანმა ნოდარ საბანიძემ განაცხადა.


 

პაატა ბურულაძის პარტია დავტოვეთ ერთადერთი მიზეზით, ბატონპაატას დიდი ნდობიდან და ავტორიტეტიდან ფაქტიურად არაფერი დარჩა, ის სამწუხაროდ გარიგებაში შევიდა იმ ხალხთან, ვინც ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ გვეგონა, რომ ის იქნებოდა სუფთა ფიგურა პოლიტიკაში, მაგრამ მისი ბოლოდროინდელი განცხადებები და ქმედებები ჩვენთვის მიუღებელია, ამიტომაც საარჩევნო შტაბის წევრებმა, პარტიის წევრებმა, ადგილობრივმა ხელმძღვანელებმა და კოორდინატორებმა მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ დავტოვოთ ეს მოძრაობა. ბურჭულაძის პარტია მესტიაში აღარ არსებობს", - განაცხადა ნოდარ საბანიძემ.



მისივე განმარტებით „სახელმწიფო ხალხისთვის" სულ 60 წევრმა და კოორდინატორმა დატოვა.



ნოდარ საბანიძის განცხადებით, პაატა ბურჭულაძის პარტიიდან წამოსულები არცერთ პარტიაში გადასვლას არ გეგმავენ.



ჩვენ არ ვგეგმავთ არცერთ პარტიაში გადასვლას, რაც შეხება თქვენს კითხვას ზეწოლაზე, ზეწოლა არასდროს არ გვქონია ვინმეს მხრიდან.უბრალოდ, ის, რასაც ბურჭულაძე ჩადის, ჩვენთვის მიუღებელია და გადაწყვეტილებაც აქედან გამომდინარე მივიღეთ. ამ გადაწყვეტილების შესახებსახელმწიფო ხალხისთვის" პარტიაში არაფერი იციან და პირველად თქვენგან გაიგებენ", - განაცხადა ნოდარ საბანიძემ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner