logo_geo
eng_logo
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ოზურგეთს სტუმრობდა
- +

21 სექტემბერი. 2016. 17:10


 

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ოზურგეთს სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში დავით სერგეენკო და ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე, მხარის გუბერნატორთან და ქალაქის მერთან  ერთად სამედიცინო სფეროს მუშაკებს, შშმ პირებს და ახალგაზრდებს შეხვდნენ.


 

შეხვედრაზე ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგებზე და C ჰეპატიტის პროგრამაზე ისაუბრეს. შეხვედრა ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.


 

არჩილს დიდი დამსახურება აქვს სასჯელაღსრულების სისტემაში ჯანდაცვის რეფორმის განხორციელებაში. ასევე, მან მოამზადა ზუსტად გათვლილი C ჰეპატიტის პროექტი, რაც აღმოჩნდა გადამწყვეტი, რომ დაგვერწმუნებინა ჩვენი ამერიკელი პარტნიორები და C ჰეპატიტის პროგრამა მთელ ქვეყანაში დაგვეწყო", - განაცხადა მინისტრმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner