logo_geo
eng_logo
საია: ზოგადად, წინასაარჩევნო კამპანია ნორმალურ ვითარებაში მიმდინაროებს
- +

21 სექტემბერი. 2016. 17:54




საია-მ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გამოვლენილ დარღვევებზე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.



ორგანიზაციის ხელმძღვანელის ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, წინასაარჩევნო კაპანია ნორმალურ ვითარებაში მიმდინარეობს.



რაიმე განსაკუთრებით მძიმე ან მასშტაბური დარღვევები გამოკვეთილი არ არის. ზოგადად, წინასაარჩევნო კამპანია ნორმალურ ვითარებაში მიმდინარეობს. თუმცა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, მათ შორის, პარტიების მხრიდან ურთიერთბრალდებები აჩენს რისკებს, რომ შესაძლოა, მშვიდი გარემო უფრო პოლარიზებულ და დაძაბულ წინასაარჩევნო კამპანიაში გადაიზარდოს და აქ ძალან მნიშვნელოვანია, სახელმწიფო უწყებებმა იმოქმედონ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის სრულით დაცვით და ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება მოახდინონ თითოეული დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

 


საია-ს რეკომენდაცია ძირითადად მიმართულია სამართალდამცველი ორგანოების და ასევე უწყებათაშორისი კომისიის მიმართ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ ყველა იმ ფაქტიზე და დარღვევაზე, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ხდება, აუცილებელია დროულად მოხდეს რეაგირება, შსს-მ დროულად შეისწავლოს ყველა ფაქტი და საზოგადოებისათვის გამოძიების შედეგები დროულად გახდეს ცნობილი.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner