logo_geo
eng_logo
ხობში ახალი პოლიტიკური ალიანსი - „რესპუბლიკელ-მრეწველ-პატრიოტთა“ კოალიცია დაარსდა
- +

21 სექტემბერი. 2016. 23:07



ხობში, საპარლამენტო არჩევნებზე „რესპუბლიკურ პარტიას" და "მრეწველთა პარტიას" კანდიდატი არ ჰყავს და მხარს "პატრიოტთა ალიანსის" ხობის მაჟორიტარობის კანდიდატს უჭერენ.


"ძმაო ძმითა ხარ ძლიერი". ხობში, საპარლამენტო არჩევნებზე "რესპუბლიკურ პარტიას" კანდიდატი არ ჰყავს, "რესპუბლიკელები" მხარს "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატს უჭერენ, რადგან ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მალხაზ ლაგვილავა (ის ხობის საკრებულოში ფრაქცია "რესპუბლიკელების" თავმჯდომარეცაა) და "პატრიოტთა ალიანსის" ხობის მაჟორიტარობის კანდიდატი ბესო ლაგვილავა ძმები არიან. ისინი წინასაარჩევნო შეხვედრებს ერთად მართავენ. ხობში კანდიდატი არც "მრეწველთა პარტიას" ჰყავს, ისინიც მხარს ბესო ლაგვილავას უჭერენ. ფაქტობრივად ხობში ახალი პოლიტიკური ალიანსი დაიბადა - "რესპუბლიკელ-მრეწველ-პატრიოტთა" კოალიცია. "ძმობამ" ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის და ევრაზიული კავშირის მომხრეებიც კი გააერთიანა. საინტერესოა, ამ "რესპუბლიკური პარტიის" რეაქცია საოცარ ნაზავზე", - ნათქვამია მიმართვაში რომელიც სოციალური ქსელის მეშვეობით ვრცელდება.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner