logo_geo
eng_logo
ენზელ მკოიანი ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს
- +

22 სექტემბერი. 2016. 10:56



ახალქალაქისა და ნინოწმინდის გაერთიანებულ ოლქში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ენზელ მკოიანი ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს.


მაჟორიტარობის კანდიდატი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მაჯადიას, თოთხამის, კორხის, ორჯას, არაგოვას, ვარევანის, ალასტანის და კოკიოს სოფლების მცხოვრებლებს შეხვდა.


დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობასთან „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაზე, ჯანდაცვასა და სოციალურ მიმართულებაზე, ასევე სოფლის მეურნეობის პროექტებზე ისაუბრა. ენზელ მკოიანმა ამომრჩევლებთან შეხვედრაზე მთის კანონზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კანონი მთაში მცხოვრებლების პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება. მაჟორიტარობის კანდიდატმა უფასო სასკოლო სახელმძღვანელოებზე, უფასო საბავშო ბაღებზე, უფასო ჯანდაცვასა და C ჰეპატიტის უფასო პროგრამაზეც ისაუბრა. ენზელ მკოიანმა ამომრჩევლების პრობლემების მოისმინა და მათ მოგვარებას დაპირდა.



 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner