პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის" წყალტუბოში 30-მდე ადამიანმა დატოვა.
მათი განცხადებით, ხელფასს არ აძლევდნენ და იმ სამუშაოსთვის, რომელსაც უანგაროდ აკეთებედნენ, დაფასებაც არ ჰქონდა.
„პარტიაში ბოლო პერიოდში წინა ხელისუფლების წარმომადგენლები გაწევრიანდნენ, რაც მიუღებელია. სწორედ ამიტომ ბურჭულაძის პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მივიღეთ", - აცხადებენ პარტიის ყოფილი წევრები.