logo_geo
eng_logo
გრიგოლ ლილუაშვილი სოფელ ბაგინეთში სოციალურად დაუცველი ოჯახის პრობლემებით დაინტერესდა
- +

22 სექტემბერი. 2016. 12:36




„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ ლილუაშვილი ვანში, სოფელ ბაგინეთში გარსევანიშვილების ოთხსულიან ოჯახს ესტუმრა. მაია გარსევანიშვილის განმარტებით, 12  წელია, რაც მათი ოჯახი მძიმე მატერიალურ პირობებში იმყოფება, მათი  ერთადერთი შემოსავალი სოცალური დახმარებაა, რაც თავისთავად საკმარისი არაა. მმართველი გუნდის კანდიდატმა ოჯახის უფროსის პრობლემები მოისმინა და დახმარება აღუთქვა:


„აუცილებელია, თვითმმართველობამ იზრუნოს ამ ადამიანებზე და   გამოუნახოს ფართი, სადაც ღამის გათევას შეძლებენ. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ ნორმალური  პირობები, რადგან ეზრდებათ შვილები, რომლებმაც უნდა მიიღონ განათლება  და  გახდნენ ამ ქვეყნის ღირსეული შვილები", - განაცხადა  „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სოფელ ბაგინეთში სტუმრობისას.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner