logo_geo
eng_logo
გედევან ფოფხაძე ქვაბისხევისა და დვირის მოსახლეობას შეხვდა
- +

22 სექტემბერი. 2016. 12:42



პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ბორჯომი-ასპინძის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გედევან ფოფხაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად, დეპუტატობის კანდიდატი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლების - ქვაბისხევისა და დვირის მოსახლეობას შეხვდა. ამომრჩეველთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.


გედევან ფოფხაძე სოფელში არსებულ პრობლემებს გაეცნო და ადგილობრივებს მათ მოგვარებას დაჰპირდა. ამასთან, მაჟორიტარობის კანდიდატმა პარტია „ქართული ოცნების" მიღწევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი უჩვეულოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. გედევან ფოფხაძემ ადგილობრივებს არჩევნებში აქტიურობისაკენ და „ქართული ოცნების" მხარდაჭერისკენ მოუწოდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner