logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: პირველი საარჩევნო წელიწადია, როდესაც ეკონომიკური აქტივობა ჩვენს ქვეყანაში გაიზარდა
- +

22 სექტემბერი. 2016. 14:00




პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სასტუმრო „ბილტმორში" განაცხადა, რომ წელს არის პირველი საარჩევნო წელიწადი, როდესაც ეკონომიკური აქტივობა ჩვენს ქვეყანაში არათუ არ შემცირდა, არამედ გაიზარდა.



დიმიტრი ქუმსიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ის პოლიტიკური, ეკონომიკური ვითარება და პრიორიტეტები მიმოიხილა, რომელიც ქვეყანაშია.



მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა კერძო სექტორსა და ბიზნესს იმ ნდობისთვის, რომელიც მათ აქვთ პოლიტიკური გუნდისადმი.



მინდა აღვნიშნო ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადო კერძო სექტორსა და ბიზნესს იმ ნდობისთვის, რომელსაც ის იჩენს ჩვენი პოლიტიკური გუნდისადმი და იმ ეკონომიკური პოლიტიკისადმი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. 2016 წელი არის პირველი საარჩევნო წელი, როდესაც პირველ ორ კვარტალში ჩვენ გვქონდა ზრდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და დასაქმების. ეს არის პირველი საარჩევნო წელიწადი, როდესაც ეკონომიკური აქტივობა ჩვენს ქვეყანაში არათუ არ შემცირდა, არამედ გაიზარდა კიდეც. კერძო სექტორმა 32 000 ადამიანით დაასაქმა 2016 წლის მეორე კვარტალში, ვიდრე ეს იყო 2015 წლის მეორე კვარტალში. აქ მარკეტინგის, შეფუთვის სპეციალისტების, მენეჯერების როლი უაღრესად დიდია. იმიტომ, რომ თქვენ ქმნით იმ პროდუქტს, რომელიც ანდომებს ადამიანს, რომ მან ფული დახარჯოს", - განაცხადა ქუმსიშვილმა.



დიმიტრი ქუმსიშვილმა ფორუმის მონაწილეებს წარმატება და პროდუქტიული დღე უსურვა.



დარწმუნებული ვარ თქვენს ნიჭიერებაში, ორგანიზატორების მონდომებაში და ვიცი, რომ დღევანდელი ფორუმის დასრულების შემდეგ ცოდნა და გამოცდილება გაიზრდება და შედეგები, რომელიც თქვენ გექნებათ, გაცილებით უკეთესი იქნება", - მიმართა ქუმსიშვილმა ღონისძიების მონაწილეებს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner