ტელეკომპანია „იბერია“ ახალ სატელევიზიო სეზონზე მაყურებელს ახალ დღის შოუს „3-დან 5-მდე“ შესთავაზებს
-
+
22 სექტემბერი. 2016. 16:47
ტელეკომპანია „იბერია" 3 ოქტომბრიდან ახალ სატელევიზიო სეზონზე მაყურებელს ახალ დღის შოუს „3-დან 5-მდე" შესთავაზებს, რომლის წამყვანები მსახიობი ნინო შავგულიძე და მუსიკოსი თემო საჯაია იქნებიან.
გადაცემა შემეცნებით-გასართობი ხასიათის იქნება, სადაც საინტერესო თემებს, სიინტერესო სტუმრებთან ერთად განიხილვან.
ბოლო 40 წუთი დაეთმობა მაია დათუნაშვილის საბავშვო მუსიკალურ კონკურსს „იბერიას ხმას", სადაც ნიჭიერ პატარებს საკუთარი ნიჭის რეალიზების შესაძლებლობა მიეცემათ.