logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: დააპატიმრონ აქციის „სარფი თურქეთია“ ორგანიზატორები!
- +

22 სექტემბერი. 2016. 16:49



პარტია „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე „რეპორტიორთან" საუბარში საქართველოს პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, მოახდინონ დროული რეაგირება და დააპატიმრონ აქციის მონაწილეები, რომლებიც სარფის თურქეთისთვის გადაცემას მოითხოვენ. მისი თქმით, ეს არის დანაშაული, რომელიც კანონით ისჯება და 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.



„მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ გიორგი მღებრიშვილს და მთავარ პროკურორს, ბატონ ირაკლი შოთაძეს: სასწრაფო წესით აღძრან სისხლის სამართლის საქმე და დააპატიმრონ აქციის ორგანიზატორები, რომელსაც ერქვა „სარფი თურქეთია". აგრეთვე, მათი დამფინანსებლები და ხელშემწყობი პირები. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს 15 წლამდე პატიმრობას ასეთი ტიპის დანაშაულზე. ნუ იზამთ ისე, რომ, სამართალი ხალხმა აღასრულოს და ჩვენ მოგვიწიოს ჩვენი ხელით ამის გაკეთება! მე შემიძლია მივუთითო მათ, 308-ე მუხლის პირველი ნაწილი, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება მიმართული უცხო ქვეყნისთვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ, ან საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 10-დან 15 წლამდე ვადით. აქედან გამომდინარე, აქციის ორგანიზატორები, რომლებიც მოითხოვენ, რომ სარფი გადაეცეს თურქეთს და გახდეს თურქეთის ტერიტორია, სასწრაფო წესით უნდა იქნენ დაპატიმრებულები და პროკურატურამ უნდა მოითხოვოს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა მათ მიმართ", - განაცხადა ბრეგაძემ.

 

სანდრო ბრეგაძის განმარტებით, აქციის მონაწილეები არიან თურქეთის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყოველგვარი მიზეზის გარეშე საქართველოს მოქალაქეობა მისცა და ამით საქართველოს საფრთხე შეუქმნა.

 

„მინდა დავამატო, რომ ეს ადამიანები, რომლებიც მოითხოვენ თურქეთისთვის საქართველოს ტერიტორიის, ანუ სარფის გადაცემას, გახლავთ ის პირები, რომლებსაც მოღალატე, ყოფილმა პრეზიდენტმა, ავაზაკმა მიხეილ სააკაშვილმა დაურიგა მოქალაქეობა, ეს არის 3 ათასამდე თურქეთის მოქალაქე, რომლებსაც ექს-პრეზიდენტმა ყოველგვარი მიზეზის გარეშე დაურიგა საქართველოს მოქალაქეობა და ჩვენ შეგვიქმნა ფეთქებადსაშიში კერები საქართველოს ტერიტორიაზე", - აღნიშნა სანდრო ბრეგაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner