logo_geo
eng_logo
ანი მიროტაძე: „მშვიდობის მემორანდუმს“ ვეთანხმები, მაგრამ „ეროვნული ფორუმი“ ამ მემორანდუმს არ შეუერთდება
- +

ავტორი ანა ფერაძე

22 სექტემბერი. 2016. 18:15



„ეროვნული ფორუმის" წევრმა ანი მიროტაძემ  „ქართული ოცნების" მიერ წარმოდგენილ „მშვიდობის მემორანდუმზე"  „რეპორტიორთან" საუბარში აღნიშნა, რომ „მშვიდობის მემორანდუმს" კონტრაქციების არჩატარებაში ეთანხმება, მაგრამ  „ეროვნული ფორუმი" ამ მემორანდუმს არ შეუერთდება.



„იმ ნაწილში, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დროს არ უნდა იყოს დაპირისპირება და  არ უნდა იმართებოდეს კონტრაქციები, „მშვიდობის მემორანდუმს", რა თქმა უნდა, ვეთანხმები. მაგრამ ის, რომ ამ მემორანდუმს შევუერთდეთ ჩვენ „ეროვნული ფორუმი", ვფიქრობ, ამის აუცილებლობა არ არსებობს.

 

ჩვენი აზრით, ვინც კონტრაქციებში და პროვოკაციებში შემჩნეულია, იმ პარტიებმა უნდა მოაწერონ მემორანდუმს ხელი. ვფიქრობ, ამით დაზღვეულები ვიქნებით", - აღნიშნა ანი მიროტაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner