logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: არჩევნები კანონის უზენაესობის პირობებში ჩატარდება
- +

22 სექტემბერი. 2016. 18:16



„შეფასებები, რომლებიც გვესმის, გამოწვეულია იმის გამო, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება, ადგილობრივი თვითმმართველობა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს კანონის უზენაესობის პირობებში",- ამ სიტყვებით აფასებს „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე  საქართველოში აშშ-ის ელჩის იან კელის შეფასებას, რომ საქართველოში წინასაარჩევნო გარემო სამაგალითოა.


როგორც თალაკვაძემ „რეპორტიორს" განუცხადა, წინასაარჩევნო კამპანია მშვიდად და თანმიმდევრულად მიდინარეობს.



„წინასაარჩევნო კამპანია მშვიდად და თანმიმდევრულად მიმდინარეობს. ამ შეფასებას ეთანხმებიან ჩვენი მოკავშირე ქვეყნების დიპლომატები, აშშ-ის ელჩის შეფასება ვნახეთ, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლების და რაც მთავარია, საერთაშორისო ინსტიტუტების, რომლებსაც საქართველოში მრავალი არჩევნები უნახავთ.

ვიტყოდი, რომ ეს არჩევნები ყველაზე განსხვავებულია თავისუფლების თანაბარი პიროებების თვალსაზრისით. რაც მთავარია, არჩევანს აკეთებს ხალხი, რომელსაც რეალური ძალაუფლება დაუბრუნდა. ხელისუფლებამ ნამდვილად ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საზოგადოებამ თავისუფალი არჩევანი მიიღოს.

შეფასებები, რომლებიც გვესმის, გამოწვეულია და დამსახურებულია იმის გამო, რომ როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისია, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება, ადგილობრივი თვითმმართველობა და რაც მთავარია, პოლიტიკური პარტიები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს კანონის უზენაესობის პირობებში",- განაცხადა თალაკვაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner