ავტორი ანა ნონიკაშვილი
„ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე „რეპორტიორთან" საუბრობს აშშ-ის ელჩის იან კელის შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში წინასაარჩევნო გარემო სამაგალითოა.
ხუნდაძის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ყველა პარტიის კანდიდატს თავისუფალი საარჩევნო გარემო ჰქონდეს.
„საარჩევნო კამპანიაზე დიდწილად პასუხისმგებელია ხელისუფლება. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყველა წარმოდგენილ კანდიდატს ჰქონდეს თავისუფალი საარჩევნო გარემო. მცირედი ხარვეზები, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ არა ისეთი, რომ ვინმეს უშლიდეს ხელს საარჩევნო კამპანიის წარმოებაში. დიდი სურვილი მაქვს, რომ ბოლომდე შენარჩუნდეს ეს მდგომარეობა.
სწორედ ეს განაპირობებს დადებით შეფასებებს",- განაცხადა ხუნდაძემ.